StopCoV.ge 🇬🇪
StopCoV.ge 🇬🇪
კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა: 3119
• მათ შორის გამოჯანმრთელებული: 1435
• მათ შორის გარდაცვლილი: 19
• კარანტინის რეჟიმში: 5014
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ: 836
• უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები: 41

დამატებითი ინფორმაცია: https://stopcov.ge
StopCoV.ge 🇬🇪
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება

კოვიდ 19 კიდევ კარგა ხანს, მინიმუ 2 წელი იქნება ჩვენი რეალობა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ დაგვიგროვდა გარკვეული ცოდნაცა და გამოცდილებაც, ასე რომ, კვლევაც მოესწრება და შედეგების გაანალიზებაც. ამასთან, მნიშვნელვანია ხელისუფლების, მეცნიერების, ბიზნესის და ინტერესთა სხვა ჯგუფების წარმომადგენლების თანხმობის არსებობა პოსტპანდემიური ეკონომიკის განვითარების საკითხზე - ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან დღევანდელ მდგომარეობას ბევრი მეცნიერი ,,წესრიგის“ რღევად, ,,უწესრიგობად“ აღიქვამს. ამიტომ ასეთ პირობებში ძალიან გართულდება რაიმე ქმედუნარიანი სტრატეგიის შემუშავება და ამოქმედება, თუ არ იყო საზოგადოებრივი თანხმობა. ჩვეენ გვაქვს რესურსები, იმისთვის,რომ ქვეყანამ ეფექტიანად მართოს კრიზისი სწორი, გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკით და დარწუნებული ვარ, გამოუვალი ჩიხი, ამ რთული ეპისიტუაციის პირობებშიც კი, არ გვემუქრება.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3hJBgrE
StopCoV.ge 🇬🇪
გიორგი გახარია - ძირითადი ამოცანა დღეს არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა, მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან ყველგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, ძირითადი ამოცანა არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, „ლოქდაუნები“, შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმიტომ გადაწყვეტილი და მიღებული, რომ გადაგვერჩინა ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, უბრალოდ იმისთვის, რომ ცოდნა მაშინ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო“, – განაცხადა პრემიერმა.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/2EdCttI
StopCoV.ge 🇬🇪
გიორგი გახარია - არანაირი მკაცრი ჩაკეტვა და შეზღუდვა აღარ იქნება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები და ჩაკეტვა აღარ იქნება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ამჟამად მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3iIAJHY
StopCoV.ge 🇬🇪
https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/videos/804920076987625
StopCoV.ge 🇬🇪
ნათია თურნავა: მთავრობის მიერ მიღებული დროული ზომების წყალობით, კვლავ იზრდება მოთხოვნა საქართველოზე, როგორც ტურიზმის, ასევე ბიზნესის განვითარების მიმართულებით

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში ტურიზმის მიმართულების საინვესტიციო პანელზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას ტურიზმის სექტორის მიმზიდველობის შენარჩუნებისთვისა და ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გლობალური კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობის მიერ მიღებული დროული უსაფრთხოების ზომების წყალობით, კვლავ იზრდება მოთხოვნა საქართველოზე, როგორც ტურიზმის, ასევე ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/35JY4W0
StopCoV.ge 🇬🇪
ამირან გამყრელიძე - საქართველო „მწვანე ზონად“ ითვლება

საქართველო „მწვანე ზონად“ ითვლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმაძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, რეგიონების მიხედვით აჭარა კვლავ ცხელ წერტილად რჩება.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/35ETkRs
StopCoV.ge 🇬🇪
ამირან გამყრელიძე - მასწავლებლებს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში აჭარაში იმყოფებოდნენ, ვთხოვ, მივიდნენ გამოსაკვლევად, ამას სახელმწიფო იღებს თავის თავზე

ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2 200 მასწავლებელია, რომლებიც ზაფხულში, აგვისტოს მეორე ნახევარში იმყოფებოდნენ აჭარაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/35Ga8rj
StopCoV.ge 🇬🇪
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 295 ადამიანი დაინფიცირდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 46 671 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 42 231 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 925 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3iE21zd
StopCoV.ge 🇬🇪
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 30 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 30 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული. ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსს 945 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა კი 21 800 000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/2ZMWA9s
StopCoV.ge 🇬🇪
კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა: 2937
• მათ შორის გამოჯანმრთელებული: 1422
• მათ შორის გარდაცვლილი: 19
• კარანტინის რეჟიმში: 6633
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ: 836
• უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები: 41

დამატებითი ინფორმაცია: https://stopcov.ge
StopCoV.ge 🇬🇪
ბორის ჯონსონი: მეორედ საყოველთაო კარანტინის დაწესება ქვეყნის ეკონომიკას კატასტროფულ შედეგებს მოუტანს

„მე არ მსურს მეორედ საყოველთაო კარანტინის დაწესება. ვფიქრობ, ქვეყნისთვის ეს აბსოლუტურად არასწორი ნაბიჯი იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს სცენარი თავიდან ავიცილოთ. ამგვარი ნაბიჯის ფინანსური შედეგები კატასტროფული იქნება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/33xHTbr
StopCoV.ge 🇬🇪
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო - მხარს ვუჭერთ საქართველოში ტურიზმის სექტორის ამუშავების მიზნით მთავრობის ძალისხმევას და ეფექტურ ზომებს

მხარს ვუჭერთ საქართველოში ტურიზმის სექტორის ამუშავების, საზღვრების ეტაპობრივი გახსნის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას და ეფექტურ ზომებს, რაც ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, მდგრად და ძალიან ფასეულ დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს, – ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს თბილისის დეკლარაციაში, რომელიც 112-ე სხდომის ფარგლებში მიიღეს.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3iFqeF2
StopCoV.ge 🇬🇪
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გუშინ საკარანტინო სივრცეები დატოვა 1000-მდე ადამიანმა, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ახალ შემთხვევბთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, 196 ახალი შემთხვევიდან 145 აჭარას უკავშირდება. გამყრელიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი ევროპის რეგიონში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3hCz9Wq
StopCoV.ge 🇬🇪
ნათია მეზვრიშვილი - პრემიერის დავალებით ბათუმში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ისინი ადგილზე სიტუაციის მართვისა და უკეთესი მენეჯმენტის მიზნით იმყოფებიან. „იყო გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ მოსახლეობისგან ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ამიტომ მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად, რათა პრობლემები, თუკი არსებობს, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და აღმოფხვრილი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3iBZaXo
StopCoV.ge 🇬🇪
ზვიად კირტავა: ის რომ საქართველოს მთავრობამ გაზაფხულზე მკაცრი ეპიდემიოლოგიური კონტროლი დააწესა, იყო მსოფლიოში აღიარებული მიდგომის გაზიარება

საქართველოს მიდგომა პანდემიის მართვის მიმართ არასდროს ყოფილა განსხვავებული მსოფლიოში ძირითადად მიღებული მოდელისაგან - „პირველ რიგში - მოსახლეობის ჯანმრთელობა, შემდეგ - ეკონომიკა“,- კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიზეზებსა და შექმნილ ვითარებაში გამოსავლის გზებზე სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ზვიად კირტავას ესაუბრა.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/2RvI8OJ
StopCoV.ge 🇬🇪
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო საფრანგეთმა 81 სკოლა დახურა

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო საფრანგეთმა 81 სკოლა დახურა. ამის შესახებ საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჯან-მიშელ ბლანკმა განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში სასწავლო პროცესი დაიწყო, სკოლებში კორონავირუსის 1 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ბლანკემ ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი სკოლა, სადაც „კოვიდ-19“-ის სამზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდება, დაიხურება.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3mBKpGy