StopCoV.ge 🇬🇪
StopCoV.ge 🇬🇪
კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა: 4399
• მათ შორის გამოჯანმრთელებული: 1705
• მათ შორის გარდაცვლილი: 26
• კარანტინის რეჟიმში: 5584
• კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები: 563
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ: 836
• უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები: 41

დამატებითი ინფორმაცია: https://stopcov.ge
StopCoV.ge 🇬🇪
გიორგი გახარია - მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას

„როდესაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყნის რესურსული მდგომარეობა, ასევე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა და მოგეხსენებათ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგად გაუმკლავდა ამ გამოწვევას. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ექვს თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა. მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას“, – განაცხადა გახარიამ.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3iZnMcQ
StopCoV.ge 🇬🇪
https://www.facebook.com/watch/?v=380407783105223&extid=8riXSJKxW18Auraf
StopCoV.ge 🇬🇪
ამირან გამყრელიძე: გრიპის ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში

ჩვენ ვაქცინაციას ვიწყებთ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბერი, დეკემბერი და ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, წელს სახელმწიფომ 135 000 ვაქცინა იყიდა, რომელიც ოქტომბრის პირველ რიცხებში უნდა შემოვიდეს.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3hPQ6wQ
StopCoV.ge 🇬🇪
კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა: 4140
• მათ შორის გამოჯანმრთელებული: 1643
• მათ შორის გარდაცვლილი: 25
• კარანტინის რეჟიმში: 5390
• კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები: 640
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ: 836
• უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები: 41

დამატებითი ინფორმაცია: https://stopcov.ge
StopCoV.ge 🇬🇪
დიმიტრი ხუნდაძე: ამ ეტაპზე პროცესის მართვა შეგვიძლია, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს

თუ ადრე გარკვეულ კითხვებზე პასუხი არ გვქონდა და პირველი დღეების განმავლობაში უფრო ცუდის მოლოდინში ვიყავით, დღეს თუნდაც გაზრდილი ინფიცირების ფონზე პროცესის მართვა შეგვიძლია და ეს იმედისმომცემია. თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს, რაც მოხდა აჭარაში და ამან მყისიერად მოგვცა ნეგატიური შედეგი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3mFEhNj
StopCoV.ge 🇬🇪
გასულ კვირაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ორ მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – შვიდი დღის განმავლობაში მთელ მსოფლიოში კორონავირუსის თითქმის ორი მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც, წინა კვირასთან შედარებით, ექვსი პროცენტით მაღალი მაჩვენებელია.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/35ZiQAP
StopCoV.ge 🇬🇪
ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ნამყოფი პედაგოგებიდან, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, 8-ს ინფექცია დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ნამყოფი იმ პედაგოგებიდან, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, ინფექცია 8-ს დაუდასტურდა. როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამ შემთხვევებიდან 7 გურიაში, 1 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/2RQoE7K
StopCoV.ge 🇬🇪
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჩეხეთში დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება

ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება. შესაბამისი განცხადება ჩეხეთის ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, რომან პრიმულამ გააკეთა. რომან პრიმულას განცხადებით, შეზღუდვა შეეხება რესტორნებს, ისინი მხოლოდ 22:00 საათამდე იმუშავებენ. ასევე, ღია სივრცეებში 100-ზე მეტი ადამიანის შეკრება, დახურულ სივრცეში კი, 50 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალება.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3hWbEI6
StopCoV.ge 🇬🇪
‼️ LIVE: https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/330330951716960
StopCoV.ge 🇬🇪
კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა: 3913
• მათ შორის გამოჯანმრთელებული: 1574
• მათ შორის გარდაცვლილი: 22
• კარანტინის რეჟიმში: 5255
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ: 836
• უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები: 41

დამატებითი ინფორმაცია: https://stopcov.ge
StopCoV.ge 🇬🇪
ლევან რატიანი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს ქვეყანაში კარანტინი წარმატებული აღმოჩნდა

სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კარანტინი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო, წარმატებული აღმოჩნდა.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/2FXi7VS
StopCoV.ge 🇬🇪
როგორ ჩატარდება საქართველოში საპარლამენტო, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ეპიდვითარების პირობებში - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ შესაბამისი დადგენილება გამოსცა

დადგენილების თანახმად, კენჭისყრის შენობაში პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავების გარეშე პირები არ დაიშვებიან. ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება. ტემპერატურას გაუზომავენ მხოლოდ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უზრუნველყოფილი იქნებიან პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/33N4zVq
StopCoV.ge 🇬🇪
სომხეთში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 121 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ექვსი ადამიანი დაიღუპა. აერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, დაღუპულია 936 ადამიანი, სხვა დაავადებით კი საერთო ჯამში 287 კოვიდინფიცირებული დაიღუპა.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3hPTCak
StopCoV.ge 🇬🇪
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 146 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 154 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/2EnDLlY
StopCoV.ge 🇬🇪
ათენში კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება

ათენში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. ახალი რეგულაციების თანახმად, ცხრა ადამიანზე მეტის შეკრება, ხოლო ქორწილებსა და დაკრძალვებზე 20 ადამიანზე მეტის დასწრება აიკრძალება.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/2RJ7QQ3
StopCoV.ge 🇬🇪
კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა: 3695
• მათ შორის გამოჯანმრთელებული: 1534
• მათ შორის გარდაცვლილი: 20
• კარანტინის რეჟიმში: 4988
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ: 836
• უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები: 41

დამატებითი ინფორმაცია: https://stopcov.ge
StopCoV.ge 🇬🇪
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 277 შემთხვევა გამოვლინდა

20 სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთში „კოვიდ-19“ 47 431 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 42 608 უკვე გამოჯანმრთელდა, 930 კი დაიღუპა. ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსულ ინფექციაზე 3 606 ადამიანს მკურნალობენ.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/35TjL68
StopCoV.ge 🇬🇪
გერმანიაში კორონავირუსის 1,345 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 1,345 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსით 271,415 ადამიანი დაინფიცირდა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 9,386-ს აღწევს.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3hKWOUP