StopCoV.ge 🇬🇪
StopCoV.ge 🇬🇪
საპატრულო პოლიცია მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს განახორციელებს:

https://www.facebook.com/182742568494417/posts/3000023730099606/?vh=e&extid=0
StopCoV.ge 🇬🇪
ნათია თურნავა - სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენა-გაჯანსაღების თვალსაზრისით რეგიონული ლიდერი იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზის მიმოხილვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფონდის პროგნოზითაც, საქართველო უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენა-გაჯანსაღებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონული ლიდერი იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/2SVW05z
StopCoV.ge 🇬🇪
Live: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი პირდაპირ ეთერში - https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/664691020887238
StopCoV.ge 🇬🇪
ამირან გამყრელიძე საზოგადოებას ხუთი მთავარი რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს

ანტონიო ფაუჩი ამერიკის მთავრობას და მთლიანად საზოგადოებას რეკომენდაციებს აძლევს. ხუთი მთავარი გზავნილი ფაუჩისგან, რომელიც პანდემიის პირობებში უნდა გავითვალისინოთ არის:

1. პირბადეების უნივერსალური ტარება, რასაც ხშირად ვიმეორებთ. დახურულ შენობებში მანდატორულად, სასურველია ღია სივრცეებშიც, როდესაც ინფექცია ფართოდ ვრცელდება და როცა დისტანციას ვერ ვიცავთ;
2. ერთმანეთთან ყოფნის დროს ფიზიკური დისტანციის მაქსიმალურად დაცვა, მეტრი, მეტრ-ნახევარი, უკეთესია ორი მეტრი იყოს;
3. დიდ თავშეყრებზე თავის არიდება, როგორიცაა, პანდემიის პერიოდში რიტუალური ღინისძიებები;
4. მცირე თავშეყრა, რაც დაშვებულია, უპირატესია გაიმართოს მხოლოდ და მხოლოდ გარეთ და არა შიგნით, ანუ დახურულ შენობებში;
5. ხშირად ხელების დაბანა.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/340qkCv
StopCoV.ge 🇬🇪
ამირან გამყრელიძე - მკაცრ ლოკდაუნებზე აღარ არის საუბარი, ეკონომიკას ვერ გააჩერებ და ადამიანებს მეტი სიღარიბისკენ ვეღარ უბიძგებ

დაავადების მართვის პოლიტიკა მთლიანად შეცვლილია გლობალურად და შეცვლილია საქართველოშიც. დღეს უკვე ძალიან მკაცრ ლოკდაუნებზე აღარ არის საუბარი იმ ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. ეკონომიკას ვერ გააჩერებ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცახადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა გაზაფხულთან შედარებით გაცილებით უკეთ არის მომზადებული და კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას სათანადოდ მართავს.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/2FtGydI
StopCoV.ge 🇬🇪
გიორგი გახარია 1 200-ლარიან დახმარებაზე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკაში ჟანგბადი იყოს უფრო მეტი, თუ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, ამ საკითხს განვიხილავთ

„1 200 ლარიან დახმარებას რაც შეეხება – ეს არის ძალიან ურთიერთდაკავშირებული საკითხები, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკაში ჟანგბადი იყოს უფრო მეტი, სამუშაო ადგილების დაკარგვა შეჩერდეს და შემდეგ სწრაფად დავიწყოთ აღდგენა. ეს ყველაფერი კეთდება, რათა სახელმწიფოს მსგავსი სოციალური დახმარების პაკეტები აღარ დასჭირდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით და განვიხილავთ“, – განაცხადა პრემიერმა.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/376Lfpc
StopCoV.ge 🇬🇪
გიორგი გახარია - ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები, როგორიც არის სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება, არ უნდა შეიზღუდოს

„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, როდესაც ვამბობთ ადაპტაციასა და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები არ უნდა შეიზღუდოს, ისეთი, როგორიც არის სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს მიმართულებები, განსაკუთრებით განათლების მიმართულება მაქსიმალურად იყოს დაცული. განათლების სამინისტროს აქვს შესაბამისი დავალებები მიღებული, რათა უმაღლეს დონეზე იყოს დაცული უსაფრთხოების სტანდარტი სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3j7wRQc
StopCoV.ge 🇬🇪
უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც პისიარტესტის პასუხი ექნებათ, კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციაში გადასვლას შეძლებენ

ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში და თან ექნება პისიარტესტი, საკარანტინო სივრცე აღარ დასჭირდება. ექნება შესაძლებლობა, გადავიდეს თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში და ეს იქნება ის მოთხოვნა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს. თუმცა, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ ექნებათ პისიარტესტი თან, შეეძლებათ, ზუსტად ისევ ისე გამოიყენონ საკარანტინო სივრცე. ეს არის ის, რითაც ვცდილობთ, უფრო მეტი დინამიკა შემოვიტანოთ ეკონომიკაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3j2T9Ct
StopCoV.ge 🇬🇪
გიორგი გახარია - დღეს, ქვეყანაში, წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება, არის პატრიოტიზმი

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლება არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება, რათა პირველ რიგში, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, აღვადგინოთ სამუშაო ადგილები იქ, სადაც ეს შესაძლებელია და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/2T9mKQl
StopCoV.ge 🇬🇪
გიორგი გახარია - ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უნდა იზრუნონ თავიანთ თანამშრომლებზე და აღჭურვონ ისინი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საშუალებებით

„ეს არის რეკომენდაცია. ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომლებსაც ყოველთვის ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ. ის, რაც მოხდა ბოლო პერიოდში ფოთში, როდესაც ერთ ორგანიზაციაში 100-მდე ინფიცირებული გამოვლინდა, რა თქმა უნდა, უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყრათ ჩვენს თანამშრომლებს, ვიზრუნოთ მათზე და უნდა აღვჭურვოთ იმ აუცილებელი საშუალებით, რათა ამ ხალხმა დაიცვას თავი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3drwGxT
StopCoV.ge 🇬🇪
LIVE: ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში - https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/406427497187730
StopCoV.ge 🇬🇪
თბილისსა და იმერეთის რეგიონში ხვალიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს

„ჩვენი ძირითადი სტრატეგია გახლავთ სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვები, რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი. იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22:00 საათიდან შეიზღუდება. ეს მოგვცემს საშუალებას, ვირუსის გავრცელება შევანელოთ“, – განაცხადა გახარიამ.

დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3j7jxva
StopCoV.ge 🇬🇪
https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/videos/911605246034761/
StopCoV.ge 🇬🇪
კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა: 14440
• მათ შორის გამოჯანმრთელებული: 7367
• მათ შორის გარდაცვლილი: 113
• კარანტინის რეჟიმში: 5721
• კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები: 1090
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ: 836
• უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები: 41

დამატებითი ინფორმაცია: https://stopcov.ge
StopCoV.ge 🇬🇪
ამირან გამყრელიძე - კოვიდ-19 იქნება უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი - ეს 4 ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელია და კოვიდი მათ გადაასწრებს

გამყრელიძის თქმით, არის პროგნოზი, რომ მომავალ გაზაფხულამდე კოვიდ-19 კიდევ მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში სერიოზული პანდემიაა და ვაქცინამდე და ეტიოტროპულ წამლამდე, დაცვის ერთადერთი საშუალება მხოლოდ პირბადეა.

დეტალური ინფორმაცია:
https://bit.ly/3jY7kdm
StopCoV.ge 🇬🇪
ამირან გამყრელიძე - ვაქცინის დამტკიცებამდე დაცვის ერთადერთი საშუალება არის პირბადე, მოგიწოდებთ, ატაროთ ღია სივრცეშიც

ვაქცინის დამტკიცებამდე კორონავირუსისთვის ერთადერთი საშუალება არის პირბადე, მოგიწოდებთ, ატაროთ ღია სივრცეშიც, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

დეტალური ინფორმაცია:
https://bit.ly/2GOHGJT
StopCoV.ge 🇬🇪
https://www.facebook.com/watch/live/?v=374903263651143&ref=watch_permalink
StopCoV.ge 🇬🇪
კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა: 13521
• მათ შორის გამოჯანმრთელებული: 7159
• მათ შორის გარდაცვლილი: 109
• კარანტინის რეჟიმში: 5792
• კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები: 1042
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ: 836
• უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები: 41

დამატებითი ინფორმაცია: https://stopcov.ge